
16 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის – „სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ – შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ძირითადი დასკვნების გაცნობა, განხორციელებული ღონისძიებების წარდგენა და სამომავლო აქტივობებზე საუბარი, რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად წარმოჩინდა.
დრო: 16 მარტი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]