
2017 წლის 4 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება WordPress Meetup – ადგილობრივი, არაფორმალური ფორმატის ღონისძიება, რომელიცმოიცავს ყველა საკითხს WordPress-ის პლატფორმის გარშემო. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება რამდენიმე პრეზენტაცია WordPress-ის თემაზე. თითოეული პრეზენტაციის რეგლამენტი15-20 წუთია. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ კი, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცემა, დასვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საინტერესო კონკრეტულისაკითხის შესახებ.
დრო: 4 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]