Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის “ქართული ენის სახელოსნოს” ორგანიზებით რა? სად? როდის? ჩატარდება

თებერვალი 3, 2017 / 16:00

3 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში “ქართული ენის სახელოსნოს” ინიცირებით, გაიმართება თამაში „რა? სად? როდის?“.

თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური კლუბის – „რა? სად? როდის“ – წევრები და ილიაუნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, რომელთათვისაც ეს დამატებითი ღონისძიებაა კურსისთვის „ენა და კულტურათაშორისი დიალოგი” .

თამაშის თემატიკა და შეკითხვები იქნება კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ისტორიის შესახებ.

თამაშს გაუძღვება ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?’’ მოაზროვნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, სოსო ბერიკაშვილი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 3, 2017
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: