Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მზექალა შანიძის საიუბილეო საღამო

იანვარი 20, 2017 / 18:00

20 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მზექალა შანიძის 90 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შედგება ილუსტრირებული კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც მზექალა შანიძისა და მისი მეგობრების, ვახუშტი კოტეტიშვილის, ლექსო ჭინჭარაულის და სხვების, კაფიებია შესული.

ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დამსწრე აუდიტორიას წარუდგენენ:

  • მზექალა შანიძის აუდიოჩანაწერის ტექსტს, ანოტირებულს  თანამედროვე ლინგვისტური პროგრამებით: Praat-ი,
    Ellan-ი  ToolBox-ი;
  • ძველი ქართული ენის ერთ-ერთი მორფოლოგიური კატეგორიის კომპიუტერულ მოდელს;
  • „ჯეოლაბთან“ თანამშრომლობით შექმნილ ფონტს – „მზექალა შანიძე“;
  • მზექალა შანიძის  სამეცნიერო სტატიების კვლევით პერსპექტივას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექსტურ კორპუსებზე დაყრდნობით.

ღონისძიების დასასრულს ქალბატონ მზექალა შანიძეს მიენიჭება ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

დრო: 20 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 20, 2017
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: