Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ეფრემ (რემი) ურუმაშვილის საჯარო ლექცია

ნოემბერი 18, 2016 / 18:00

18 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgiaს ურთიერთთანამშრომლობით, ბიზნესმენი და კომპანია BitFury-ს წარმომადგენელი საქართველოში, ეფრემ (რემი) ურუმაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ბიტკოინები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია“.

მომხსენებლის შესახებ

ეფრემ (რემი) ურუმაშვილი განათლებით ფინანსისტი და პროფესიით საგადასახადო სამართლის ექსპერტია. იგი 2010 წლიდან კომპანიის – „ნოდია, ურუმაშვილები და პარტნიორები” – წამყვანი პარტნიორია საგადასახადო სამართლის მიმართულებით. ეფრემ ურუმაშვილი „Legal 500“-მა უკვე სამჯერ დაასახელა წამყვან ინდივიდად (Leading individual) იურიდიულ პრაქტიკაში. დღეს ბლოკჩეინის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას მსოფლიოში, BitFuty-ს, წარმოადგენს საქართველოში.

ეფრემ (რემი) ურუმაშვილის ბიოგრაფია ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დრო: 18 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

http://gew.iliauni.edu.ge/
2016 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 18, 2016
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: