
14 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობით, ჩატარდება Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: ბიზნესიდეიდან რეალურ ბიზნესამდე.
მომხსენებლის შესახებ
Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია, უკვე ხუთი წელია, კომპანიას მართავს, თუმცა პროფესიით იურისტი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობოს (ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები) სტრუქტურებში. შემდეგ სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა და, ამერიკულ უნივერსიტეტში მიღებული განათლებით დაბრუნებულმა, პირველი შეთავაზება სწორედ იმ ბიზნესმენისგან მიიღო, ვის ბიზნესსაც დღეს მართავს. თემურ უგულავასა და ვალერი ჩეხერიას პირველი თანამშრომლობა Holiday Inn-ის პროექტზე მუშაობისას შედგა. მის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.
დრო: 14 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
სწრაფი ბმულები
[wpai_display_imported_files_here]