Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ქართული კომპიუტერული და მობილური თამაშების გამოფენა

ნოემბერი 19, 2016 / 12:00

19 ნოემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (Gamelab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გამართავს ქართული კომპიუტერული და მობილური თამაშების გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა სახის თამაშს. გამოფენის მთავარი მიზანია ქართული თამაშების პოპულარიზება და ცნობადობის გაზრდა, რათა მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ ინდუსტრიის შესახებ.

დამთვალიერებელს შეეძლება, გაეცნოს საქართველოში ჩატარებული გეიმჯემების დროს შექმნილ საუკეთესო თამაშებს და იმ კომპანიებს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ თამაშების შექმნაზე:

  • Storm Bringer Studio
  • Lemondo
  • Dora’s Lab

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, თამაშების ტესტირებით, მეტი შეიტყონ მათ შესახებ.

დრო: 19 ნოემბერი, 12:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 19, 2016
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: