
4 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის სახელწოდება: „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი“
პროექტის მიზანი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მასშტაბით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება.
პროექტის მონაწილეები: საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები.
გუნდის წევრების რაოდენობა: 2-4.
მონაწილე გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება.
პრეზენტაციის დრო: 4 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სანდრო ეულის ქუჩა #3ა)
[wpai_display_imported_files_here]