Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია-დისკუსია: 1921 წლის თებერვალი-მარტი. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

თებერვალი 24, 2016 / 13:00

24 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: „1921 წლის თებერვალი-მარტი. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“. მოწვეულ სტუმართა შორის იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, შვილიშვილი – რეჯებ ჟორდანია. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები.

საჯარო ლექცია-დისკუსიას გაუძღვებიან ისტორიკოსები: მიხეილბახტაძე, დიმიტრი სილაქაძე, ბექა კობახიძე და ლაშა ბაქრაძე.

განრიგი და თემატიკა:

მომხსენებელი: დიმიტრი სილაგაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტიპენდიანტი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე:„საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“.
თემა: ქართული არმიის შეიარაღება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომში, ფოტოპრეზენტაცია

მომხსენებელი: მიხეილ ბახტაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
თემა: რა შეცდომები იქნა დაშვებული 1921 წლის 11-16 თებერვალს, სწორი იყო თუ არა გენერალ გიორგი კვინიტაძის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა თბილისი. შეიძლებოდა თუ არა ოკუპაციის თავიდან აცილება.

მომხსენებელი: ბექა კობახიძე – ისტორიის დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი
თემა: საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ოკუპაციის წინ

მომხსენებელი: ლაშა ბაქრაძე – პროფესორი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი
თემა: კოკარდა სამფეროვანი ქართული დროშის ფერებში სპეციალურად დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცრებისთვის – ისტორია და პრეზენტაცია

დრო: 24 თებერვალი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 24, 2016
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: