Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კონფერენცია თემაზე: ,,საქართველოს ენერგეტიკული სექტორი – სწრაფვა ევროკავშირისკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“

ნოემბერი 11, 2015 / 09:30

11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის, ანალიტიკური ცენტრის – “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) – და ,,დელოიტ კონსალტინგის“ ერთობლივი ორგანიზებით, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ჩატარდება კონფერენცია: ,,საქართველოს ენერგეტიკული სექტორი – სწრაფვა ევროკავშირისკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“.

კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები; მიმოიხილება ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის მიზანშეწონილობა, არსებული სტატუსი და მისი სამომავლო განვითარება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – ,,მმართველობა განვითარებისათვის“ და ევროკავშირი – „დიალოგი პროგრესისათვის.

დრო: 11 ნოემბერი, 09:30 საათი
ადგილმდებარეობა: ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისი (მარჯანიშვილის ქ. №7)

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 11, 2015
Time:
09:30
Event Category:
Event Tags: