
12 ოქტომბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შედგება საინფორმაციო შეხვედრა კონკურსთან – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015 წლისათვის – დაკავშირებით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ – პირობები განსაზღვრულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით და ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.
კონკურსანტების წარდგენა შეუძლიათ როგორც რედაქტორებს, ასევე არასამთავრობო/სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. კონკურსზე დაიშვებიან 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები.
საკონკურსოდ განიხილება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული/ტრანსლირებული მხოლოდ ის ნამუშევრები (საკონკურსო ნამუშევრები სპეციალური პრიზისთვის სამშვიდობო ჟურნალისტიკაში შესაძლოა იყოს ოსურ და აფხაზურ ენებზე), რომლებიც პირველად გამოქვეყნდა/გადაიცა ეთერში 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონკურსო კატეგორიები
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთ საპრიზო კატეგორიაში.
კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია კონკურსის ვებგვერდზე: www.euprizejournalism.ge ან წარმომადგენლობის ვებგვერდზე: http://eeas.europa.eu/delegations/georgia
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 2 ნოემბერი. დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2015 წლის 15 დეკემბერს.
საინფორმაციო შეხვედრის დრო: 12 ოქტომბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
[wpai_display_imported_files_here]