Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა – ბალტიის ზღვის რეგიონი – კავკასიის ქსელი +(BASERCAN+)

აპრილი 21, 2015 / 17:00

21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. №32) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამის – ბალტიის ზღვის რეგიონი – კავკასიის ქსელი + (BASERCAN+) – ფარგლებში.

კავკასიის ქსელი + (BASERCAN+) საშუალებას აძლევს მაგისტრანტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტში (ფინეთი) სოციალურ მეცნიერებათა განხრით.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა:
1. ონლაინ-აპლიკაციის ფორმის შევსება (Mobility-Online Portal)
2. სამოტივაციო წერილი
3. სასწავლო ხელშეკრულება
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის სერტიფიკატი

ონლაინ-აპლიკაციისა და საჭირო საბუთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საჭირო საბუთების გაგზავნა შესაძლებელია ასევე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreign-relations@iliauni.edu.ge.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 5 მაისი.

პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობის, დაზღვევისა და სწავლის ხარჯებს. გამარჯვებულ სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია – 800 EUR.

კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 208 (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).
ტელ.: 995 322 14 13 88
ელფოსტა: foreign-relations@iliauni.edu.ge

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 21, 2015
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: