Loading Events

« All Events

  • This event has passed.

თინათინ კიღურაძის საჯარო ლექცია – ”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”

თებერვალი 13, 2015 / 16:00

13 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში, პროფესორი თინათინ კიღურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”.

ილიაუნის პროექტი – „ახალი განმანათლებლობა“ – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებასეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

ლექციის ჩატარების დრო: 13 თებერვალი, 16:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 13, 2015
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: