
4 ოქტომბერს, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე, ისრაელიდან ერთსაათიანი პროგრამით ჩამოდის სამეცნიერო აქტივობების ცნობილი ანიმატორი Dr. Molecula.
Dr. Molecula – ყველა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი სახალისო-სამეცნიერო შოუს ავტორი – ატარებს შთამბეჭდავ ექსპერიმენტებს, რომელთათვისაც იყენებს ე. წ. ჩვეულებრივ ნივთებს; საგნებს, რომლებიც ყველას მოგვეპოვება სახლში და რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ. Dr. Molecula-ს შოუ თეატრალურ დადგმაა, რომელიც ეფუძნება ზუსტ სამეცნიერო ფაქტებს. შოუში ჩართვა მაყურებელსაც შეუძლია.
შოუს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.drmolecule.com
ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის მთავარი სცენა
დრო: 16:00-დან 17:00 საათამდე
[wpai_display_imported_files_here]