
PPRTC-ის საჯარო პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაცია
28 ივლისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC-ის) საჯარო პოლიტიკის ანგარიშის – ,,სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში“ – პრეზენტაცია-დისკუსია.
კვლევაში, საერთაშორისო შედარებების გამოყენებით, გაანალიზებულია საქართველოში არსებული სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა მასწავლებელთა ხელფასებთან მიმართებაში და განხილულია ის ცვლილებები, რაც გააუმჯობესებს შრომის ანაზღაურებას მასწავლებლებს და სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას.
[wpai_display_imported_files_here]