Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო ვორკშოპი ილიას უნივერსიტეტში

ივლისი 21, 2014 / 12:40

მიმდინარე წლის 11-დან 16 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E401 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოპი თემაზე „ქართული ფოლკლორი და შედარებითი ნარატოლოგიის საკითხები“. ვორკშოპს გაუძღვებიან პროფ. ვინკერ პიფო (იენა/ციურიხი) და  პროფ. ელგუჯა დადუნაშვილი (თბილისი/იენა). ვორკშოპში მონაწილეობენ იენის უნივერსიტეტის სტუდენტები. გათვალისწინებულია ქართველი სტუდენტების მონაწილეობაც. სამუშაო ენა – გერმანული.

ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილია:

11-12 აგვისტო: თეორიული მუშაობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
13 აგვისტო: ექსკურსია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივში;
14 აგვისტო: ექსკურსია მცხეთის ქალაქ-მუზეუმში;
15-17 აგვისტო: საველე კვლევა რეგიონში (ჩატარების ადგილი ზუსტდება).

მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვორკშოპის ორგანიზატორებს მისამართზე: sebastian-minkner@gmx.com

შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის შემთხვევაში, ყველა შესაძლო ხარჯის (მგზავრობა, კვება, ღამისთევა და მუზეუმში შესასვლელი ბილეთი) გადახდა ეკისრება მონაწილეს.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 21, 2014
Time:
12:40
Event Category:
Event Tags: