
ოქსფორდის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტმა და ბრიტანეთის საბჭომ ერთობლივად შექმნეს საუკეთესო აკადემიური სწავლების (Academic Teaching Excellence – ATE) კურსი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ სწავლების მეთოდოლოგიასა და ლინგვისტურ პრაქტიკას უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. კურსი უკვე ჩატარდა პოლონეთში (ვარშავის უნივერსიტეტი), ხორვატიაში (ზაგრების უნივერსიტეტი), საბერძნეთში, გერმანიაში, სლოვენიაში და რუმინეთში.
ნებისმიერი საგნის ლექტორს, ვისი ინგლისური ენის ცოდნის დონე არის ძალიან კარგი B2 ან C1, კურსი სთავაზობს პრაქტიკულ ლინგვისტურ იარაღს და სწავლების სტრატეგიებს, რომ მან თავისი მასალის სტუდენტისათვის უფრო ეფექტურად გადაცემა შეძლოს. კურსი მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო კონტექსტს – სრული ფორმატის ლექციას, ინტერაქტიულ სემინარს და ხელმძღვანელისა და სტუდენტის ე. წ. ერთი-ერთზე სამუშაო შეხვედრას.
პროგრამის პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. ამ ღონისძიების დროს ჩაგვერთვება ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ აკრედიტებული ბრიტანელი ექსპერტი, რობერტ ლუისი, რომელმაც უკვე რამდენიმე მსგავსი კურსი ჩაატარა ცენტრალური ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში.
პრეზენტაციის მოწყობის დრო: 17 ივლისი,17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია.
[wpai_display_imported_files_here]