Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსზე

მაისი 7, 2014 / 17:41

13 მაისს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ.წერეთლის N1) პროგრამის – ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი” – წარმომადგენლები, არჩილ აბაშიძე და თიკო ქადაგიშვილი,  გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის ფორმატში და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ კონკურსის პირობებზე.

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის სამეცნიერო პროექტები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ თემებს:

1.სამხრეთ კავკასია და ევროპეიზაცია-ინსტიტუტები და აქტორები;
2.რა აერთიანებს საზოგადოებებს – კონსენსუსი, კონფლიქტები, ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასთან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კვლევით ორგანიზაციებს, მათთან აფილირებულ მკვლევრებს. აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 1-ლი ივნისი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 7, 2014
Time:
17:41
Event Category:
Event Tags: