პროფესორ იჩიჰარა მაიკოს საჯარო ლექცია „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლი“

ნოემბერი 4, 2026 / 15:00 - 17:00

4 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორის, იჩიჰარა მაიკოს საჯარო ლექცია „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლი“.

პროფესორი იჩიჰარა მაიკო მიმოიხილავს გლობალური მმართველობის გამოწვევებს და ამ პროცესში საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლს. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იაპონიის შესაძლებლობებს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური მმართველობის სისტემის გარდაქმნაში. ასევე განიხილავს საერთაშორისო წესებისა და ნორმების ცვლილებას და არასახელმწიფო აქტორების როლს ამ პროცესებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ცენტრის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ჯაბა მესხიშვილს: jaba.meskhishvili@iliauni.edu.ge

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 ნოებერი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.