6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში პროფესორი რობერტო მორანდოტი წაიკითხავს მოხსენებას „კლასიკური და კვანტური ფოტონიკა სმარტ-ტექნოლოგიებისთვის“ (Classical and Quantum Photonics for Smart Technologies).
მომხსენებელი განიხილავს თავისი კვლევითი ჯგუფის ბოლოდროინდელ მიღწევებს, მათ შორის ბოჭკოვან და ინტეგრირებულ ფოტონიკურ პლატფორმებს, რომლებიც დროისა და სიხშირის მართვას იყენებენ კვანტური კომუნიკაციისა და მონაცემთა კლასიკური დამუშავებისთვის. ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მიმართულებებზე: მაღალგანზომილებიანი გადახლართულობა (entanglement), ულტრასწრაფი დროითი ინტერვალების კოდირება, დისპერსიისადმი მდგრადი კვანტურ გასაღებთა განაწილება, რეზერვუარული გამოთვლები (reservoir computing), სპექტრალური მანქანური სწავლება და მიკროსავარცხლების (microcomb) ოპტიმიზაცია. ეს მიმართულებები უზრუნველყოფს მასშტაბირებად ფოტონურ სმარტ-ტექნოლოგიებს და განსაკუთრებით პერსპექტიულია მომავალი გამოყენებისთვის.
პროფესორი რობერტო მორანდოტი (R. Morandotti) არის კანადის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის (ვარენი, კვებეკი) წამყვანი მკვლევარი და ჯგუფის ლიდერი, კანადის სამეფო საზოგადოებისა და კანადის საინჟინრო აკადემიის წევრი. იგი საყოველთაოდ აღიარებულია პიონერული კვლევებით არაწრფივი ოპტიკის, კვანტური ფოტონიკისა და ტერაჰერცული გამოსხივების დარგში.
დრო: 6 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის გამზ.N45