25 სექტემბერი, 2026

იაპონური ლიტერატურის დღე ილიაუნიში

სექტემბერი 25, 2026 / 14:00 - 17:00

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში გაიმართება იაპონური ლიტერატურის დღე. მოწვეული პროფესორები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ იაპონური ლიტერატურის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ იაპონელი მკვლევრებისგან გაეცნონ ამ ქვეყნის მწერლობის თავისებურებებს და მათ მნიშვნელობას იაპონური კულტურის კონტექსტში.

ღონისძიების პროგრამა

იაპონურ ენაზე მხატვრული ლიტერატურის კითხვის სიამოვნება: თანამედროვე იაპონური რომანების ლინგვისტური მგრძნობელობა“ – ცუკუბას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ეცუკო აოიაგი;

„სეზონურობის მნიშვნელობა იაპონურ ლიტერატურაში: სეზონური სიტყვები ჰაიკუში (ჰოკუ)“ – ცუკუბას უნივერსიტეტის პროფესორი იური კატო;

„მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონური მხატვრული ლიტერატურის ინგლისური თარგმანის სამი ისტორია“ – ტოკიოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰიკარუ ფუჯი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, იაპონური

დრო: 25 სექტემბერი, 14:00-17:00

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.