13 ოქტომბერი, 2026

დოქტორ ივ ვინსენტ გროსმანის ვორკშოპი „კვლევითი მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები გერმანიაში“

ოქტომბერი 13, 2026 / 16:00 - 18:00

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში დოქტორი ივ ვინსენტ გროსმანი გამართავს ვორკშოპს „კვლევითი მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები გერმანიაში“ (Current Discussion on Research Data and Research Software in Germany) პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის.

მომხსენებელი განიხილავს გერმანიაში კვლევითი მონაცემების მართვისა და კვლევითი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროს მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებს, მათ შორის: კვლევით ინფრასტრუქტურებს, მონაცემთა სერვისების მდგრადობას, მონაცემთა სტიუარდების როლს, მონაცემთა წიგნიერებას, ხელოვნური ინტელექტისა და კვლევითი მონაცემების ურთიერთმიმართებას, კვლევის რეპროდუცირებასა და ღია მეცნიერების განვითარებად მიდგომებს.

დოქტ. ივ ვინსენტ გროსმანი ფრანკფურტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის (გოეთეს უნივერსიტეტი, ფრანკფურტი) კვლევითი მონაცემებისა და კვლევითი პროგრამული უზრუნველყოფის გუნდის, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/d9E6q8RuRF7nrPer5

დრო: 13 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება უფასოა.

2026