Loading Events

« All Events

პროფესორ პაოლო ბერნარდის ვორკშოპი „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“

მაისი 25 / 16:00 - 18:00

25, 27 და 28 მაისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“.

ვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის, ისე დაავადებების მართვის პროცესში.

პროგრამის ძირითადი საკითხები:

  • ენერგიის კონსერვაცია ბიოენერგეტიკაში: ისტორიული მიმოხილვა, თუ როგორ შეისწავლიან უჯრედული ენერგიის მექანიზმებს;
  • ომი და მშვიდობა: როგორ ინტეგრირდა მიტოქონდრიები ეუკარიოტულ უჯრედებში და როგორ ნარჩუნდება ბიოლოგიური ჰარმონია;
  • კიბოს დრამა: მიტოქონდრიული დისფუნქციის გადამწყვეტი როლის ანალიზი სიმსივნის პროგრესირებაში;
  • კუნთოვანი დისტროფიები: მიტოქონდრიული პათოგენეზის კვლევა და თერაპიის ახალი ჰორიზონტები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

სტუდენტებს, მკვლევრებსა და კლინიცისტებს, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა მიტოქონდრიული სიგნალიზაციისა და მისი თერაპიული მნიშვნელობის შესახებ.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი.

რეგისტრაცია

მონაწილეობის მსურველებმა  წინასწარ უნდა გაიარონ  რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yr8q725QgRiu4Kmn7

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25, 27, 28 მაისი, 16:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3