
30 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინო გელანტია წაიკითხავს ლექციას „უნარ-ჩვევებისა“ და „პროფესიონალური თვითანალიზის“ შესახებ.
სპიკერის შესახებ
ნინო გელანტია ორგანიზაცია „GYRSA“-ს დამფუძნებელი და დირექტორია, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების მართვის, ასევე, 11-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და სტუდენტების კარიერულ განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში.
Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 30 აპრილი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45