Loading Events

« All Events

შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან

აპრილი 28 / 19:00 - 20:00

28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან.

შეხვედრაზე პოეტი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, შემდეგ კი გაიმართება დისკუსია თემაზე „ლიტერატურა, პოლიტიკა და ევროპა. როგორ ვწეროთ შერყეულ სამყაროში?“ („Literatur, Politik & Europa. Wie schreibt es sich in einer Welt aus den Fugen?“).

ბენიამინ ბაუმანი სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიას, თეოლოგიას და გერმანისტიკას დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა იენის უნივერსიტეტში გამოყენებითი ეთიკის მიმართულებით.

მისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა გერმანულენოვან გამოცემაში და პოლიტიკური თხზულებები აქტიურად იდგმება სცენაზე. არის არაერთი პოეტური შეჯიბრების (Poetry Slam) გამარჯვებული.

ბენიამინ ბაუმანის პოეზიის წამყვანი თემებია პირადი და საჯარო სივრცეების ურთიერთმიმართება და ეთიკური თვითგამორკვევის პრობლემა ინფორმაციის მოზღვავების პირობებში. მის ტექსტებში ისმის კითხვები: ვინ ვართ ჩვენ, როდესაც ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თანაგრძნობის უნარი და წინ აღვუდგეთ გულგრილობას? როგორია ხელოვანისა და ხელოვნების დანიშნულება თანამედროვე სამყაროში?

ავტორისა და მისი უკანასკნელი წიგნის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://l-lv.de/neu/baumann-benjamin-kollateralschaedel.html

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 28 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.