Loading Events

« All Events

  • This event has passed.

DSP myPlayground – AI-სთან ინტეგრირებული DSP მიკროპლატფორმა

აპრილი 8 / 13:00 - 14:00

8 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T201 ლაბორატორიულ სივრცეში დავით ჩხაიძე გამართავს პრეზენტაციას: „DSP myPlayground – ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული, ციფრული სიგნალების დამუშავების (DSP) მიკროპლატფორმა“.

პრეზენტაციის მიზანია, სტუდენტებში სისტემური აზროვნების განვითარება, რაც განხორციელდება შემდეგი ციკლის საფუძველზე:

არქიტექტურა → მოდელირება → შედეგი → ანალიზი.

ასეთი  მიდგომით, AI ამცირებს კოდის წერის ტექნიკურ ბარიერს და სტუდენტებს საშუალებას აძლევს ფოკუსირდნენ სისტემის პროექტირებასა და მიღებული მონაცემების კრიტიკულ ანალიზზე.

პრეზენტაციას გაუძღვება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიული სივრცეების ხელმძღვანელი დავით ჩხაიძე.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 8 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T201 ლაბორატორიული სივრცე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.