Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“

მარტი 20 / 19:00 - 20:00

20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნების მიმართულების ორგანიზებით იწყება ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“.

პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.

მოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ  და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ.

თემები და ავტორები

  • ავტობიოგრაფიული და ფოტომეხსიერება  ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი
  • ურბანული სივრცის სემანტიკა  არჩილ ქიქოძე
  • მეხსიერების ადგილები და ომის ტრავმა  ეკატერინე ტოგონიძე, ელენე ჯაფარიძე
  • სექსუალობა და გენდერი  თამთა მელაშვილი, ქეთი ნიჟარაძე
  • სხეული და ძალაუფლება  დათო გაბუნია
  • საბჭოთა რეპრესიები  ზაირა არსენიშვილი (ავტორს წარადგენს სოფიო არსენიშვილი)
  • დუმილი 90-იანებში  ივა ფეზუაშვილი
  • არქეტიპული სურათ-ხატები და ფენტეზი  ნატო დავითაშვილი

მოდერატორი  სალომე პატარიძე

ორგანიზატორებ  სალომე პატარიძე, თეა თალაკვაძე

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 20 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.