
8 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა მიერ შესრულებული უახლესი კვლევები: ნარკოვითარება საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარება ღამის ცხოვრებაში და კოვიდის პირობებში“.
მომხსენებლები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები:
თანამონაწილეები – ზვიად ზალიკიანი, ირმა კირთაძე, ჯანა ჯავახიშვილი
მოდერატორი – ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დრო: 8 ივნისი, 18:00-19:00
ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/38hSvlj
Live – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3mkh5Fk
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]