24 მარტს, 17:00 საათზე, ვენის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი, ნანა იაშვილი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ჩადებული ცხოვრება“: სახლი, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში. ღონისძიებაზე მომხსენებელი წარმოადგენს თავისი სადოქტორო პროექტის კვლევით ჩარჩოსა და წინასწარ მიგნებებს. მოხსენება შეეხება საქართველოში კრედიტისა და ვალის სისტემებს, კერძოდ „სახლის ჩადების“ პრაქტიკას. ნაშრომი იკვლევს საცხოვრისის ფინანსურ აქტივად გარდაქმნის პროცესს, სადაც მსესხებლებად […]
26 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი ხეოშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“. მოხსენება ეხება გრიგოლ რობაქიძის (1880-1962), როგორც XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი გამავრცელებლის, შემოქმედებას. რობაქიძე მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში […]
27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება გამომცემლობა Springer-ში გამოქვეყნებული სერიის “Ethnobotany of the Caucasus” (რვატომეული) განახლებული გამოცემის პრეზენტაცია. ეთნობოტანიკის სერია სხვადასხვა ქვეყნის 44 ავტორმა შექმნა. რვატომეულის მთავარი ავტორები და სერიის რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრები. კავკასიის ეთნობოტანიკა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საერთაშორისო სამეცნიერო სერიაა გამომცემლობა Springer-ში. […]