24 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება სოკრატეს კლუბის ორგანიზებით ორგანიზაცია „საფარსა“ და პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“. მომხსენებელია აიჰან ჰასანლი, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრი, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი და პლატფორმა „სალამის“ კაპიტანი. […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელე არტონი, რომელიც წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კოლონიური გამოძახილი და ყოველდღიური არჩევანი: ძალები, რომლებიც განსაზღვრავს ენობრივ პოლიტიკას“ (Colonial Echoes and Everyday Choices: The Forces Shaping Language Policy). დანიელე არტონი ენათმეცნიერების დოქტორი და ასოცირებული პროფესორია სლავისტიკის მიმართულებით ვერონის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მეორე ენის სწავლებისა […]
21 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოჩინის ინსტიტუტის (პარიზი, საფრანგეთი) HIV-ის ლორწოვან გარსში შესვლისა და მუკოზური იმუნიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მორგან ბომზელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“. ლექცია მიეძღვნება პოსტპანდემიური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას − გრძელვადიანი COVID-ის (Long COVID) ფენომენს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულია, SARS-CoV-2-ის გავრცელება გრძელდება და ვირუსის […]
22 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია. გიორგი ჭკადუამ სამაგისტრო ნაშრომი „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე მიქაბერიძის, ხელმძღვანელობით დაიცვა. ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ სერიაში „ახალი თაობის ისტორიკოსები“. […]