BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250520T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250520T190000
DTSTAMP:20260418T145638
CREATED:20250516T110714Z
LAST-MODIFIED:20250516T110714Z
UID:10005748-1747764000-1747767600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ დანიელე არტონის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელე არტონი\, რომელიც წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კოლონიური გამოძახილი და ყოველდღიური არჩევანი: ძალები\, რომლებიც განსაზღვრავს ენობრივ პოლიტიკას“ (Colonial Echoes and Everyday Choices: The Forces Shaping Language Policy). \nდანიელე არტონი ენათმეცნიერების დოქტორი და ასოცირებული პროფესორია სლავისტიკის მიმართულებით ვერონის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მეორე ენის სწავლებისა და ათვისების\, პრაგმატიკისა და სოციოლინგვისტიკის საკითხებს. პროფესორი არტონი აქტიურად იკვლევს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ენობრივ პოლიტიკასა და სოციალურ დინამიკას. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nლექცია ტარდება პროგრამის Erasmus+ ფარგლებში. ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/artoni_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250521T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250521T190000
DTSTAMP:20260418T145638
CREATED:20250505T114146Z
LAST-MODIFIED:20250505T114146Z
UID:10005726-1747850400-1747854000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მორგან ბომზელის საჯარო ლექცია „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“
DESCRIPTION:21 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოჩინის ინსტიტუტის (პარიზი\, საფრანგეთი) HIV-ის ლორწოვან გარსში შესვლისა და მუკოზური იმუნიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მორგან ბომზელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“. \nლექცია მიეძღვნება პოსტპანდემიური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას − გრძელვადიანი COVID-ის (Long COVID) ფენომენს. მიუხედავად იმისა\, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულია\, SARS-CoV-2-ის გავრცელება გრძელდება და ვირუსის ახალი ვარიანტები კვლავ იჩენს თავს. ამ ფონზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ინფიცირებულთა ნაწილისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი სიმპტომები\, რომლებიც ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ვლინდება. \nპროფესორი ბომზელი მიმოიხილავს ამ პათოლოგიის ძირითადი მექანიზმების უახლეს მეცნიერულ კვლევებს\, განიხილავს სიმპტომებს\, მათ შორის ქრონიკულ დაღლილობას\, კოგნიტურ დისფუნქციასა და გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევებს და აუდიტორიას გააცნობს პროცესის გააზრების უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. \nბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მორგან ბომზელი CNRS-ის კვლევითი დირექტორი და ლორწოვანი იმუნიტეტისა და ვირუსული პათოგენეზის წამყვანი მკვლევარია. იკვლევს HIV-ისა და Long COVID-ის მექანიზმებს\, იმუნურ პასუხებსა და ანტივირუსული თერაპიების განვითარებას. მუშაობდა ევროპისა და ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში\, თანამშრომლობს საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:  21 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/bomzeli_web_new_eng.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250522T200000
DTSTAMP:20260418T145638
CREATED:20250513T123027Z
LAST-MODIFIED:20250515T084456Z
UID:10005742-1747940400-1747944000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ისტორიკოს გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის\, გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია. \nგიორგი ჭკადუამ სამაგისტრო ნაშრომი „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, ალექსანდრე მიქაბერიძის\, ხელმძღვანელობით დაიცვა. ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ სერიაში „ახალი თაობის ისტორიკოსები“. წიგნი გამოცემისთანავე გახდა ბესტსელერი 2025 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე. ამჟამად გიორგი ჭკადუა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე\, რომელიც სიღრმისეულად იკვლევს ვორონცოვის კავკასიაში მეფისნაცვლობის ისტორიას. \nღონისძიებას წარუძღვება პროფესორი ბექა კობახიძე\, ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-bookpresentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/bomzeli_web_new_eng-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250524T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250525T160000
DTSTAMP:20260418T145638
CREATED:20250521T115629Z
LAST-MODIFIED:20250725T082645Z
UID:10005757-1748098800-1748188800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იურისტ აიჰან ჰასანლის საჯარო ლექცია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“
DESCRIPTION:24 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება სოკრატეს კლუბის ორგანიზებით ორგანიზაცია „საფარსა“ და პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“. \nმომხსენებელია აიჰან ჰასანლი\, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრი\, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი და პლატფორმა „სალამის“ კაპიტანი. იგი განიხილავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრის – ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციის – სამართლებრივ\, სოციალურ\, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. ყურადღებას დაუთმობს კონკრეტულ შემთხვევებს\, მათ შორის 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეს. ეს საქმე სიმბოლურად ასახავს იმ მტკივნეულ რეალობას\, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები საქართველოში აწყდებიან. \nდისკუსიის მონაწილენი მიმოიხილავენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სოციალურ ბარიერებს\, მათ შორის განათლებასა და შრომით ბაზარზე წვდომის სირთულეებს\, რაც ხშირად მათ ეკონომიკურ დაუცველობასა და განვითარების შეზღუდულ შესაძლებლობებს განაპირობებს. \nლექციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს\, მკვლევრებს\, სამოქალაქო აქტივისტებსა და დისკუსიაში მონაწილეობის ყველა მსურველს\, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ქალთა უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/21-05-2025-publiclecure/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/web-new-2.png
END:VEVENT
END:VCALENDAR