26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“. კურსის მიზანია: გააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. კურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების […]
24 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ილიაუნის ფრანგულენოვანი სტუდენტები […]
26 მარტს, 11:00 საათზე, ალუმნი განვითარების ქსელი და სოვლაბი წარმოგიდგენთ ლექციას ალუმნი შეხვედრების სერიიდან - „სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე“. მომხსენებელი: ბადრი ოყუჯავ ლექციის შესახებ: სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე საუბარი შეეხება ქველმოქმდებისა და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითებს მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. საუბრის მიზანია იმის ჩვენება, რომ საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე, საქართველოში საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამორჩეული კულტურა არსებობდა და ათასობით […]
26 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში, პროექტის Level UP ფარგლებში მესამე ლექციას წაიკითხავს ილიაუნის მოწვეული ლექტორი სულხან სახვაძე. ლექციის თემებია: LinkedIn-ის ეფექტური გამოყენება საკუთარი თავის წარმოჩენა პროფესიულ სივრცეში შეხვედრაზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული იმიჯის სწორად ფორმირებისა და ციფრულ კარიერულ პლატფორმებზე საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის შესახებ. სულხან სახვაძე […]
27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. […]
27 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და კინოკლუბის ორგანიზებით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიური სატელევიზიო მაუწყებლობა SBS-ის ყოველკვირეული დოკუმენტური გადაცემის (“Dateline”) ეპიზოდის „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ (“Murder and Corruption in Malta”) ჩვენება და დისკუსია. „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ მოგვითხრობს მალტელი ქალი ჟურნალისტის, მწერლის, ბლოგერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის, […]
28 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის კლასიკოსი, პროფესორი პოლ სალკოვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თანამედროვე კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის აქტუალური საკითხების შესახებ. პროფესორი პოლ სალკოვსკი ხელმძღვანელობს ოქსფორდის კლინიკური ფსიქოლოგიის კურსს, ასევე ოქსფორდის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს. არის ბრიტანული კოგნიტურ-ბიჰევიორალური ჟურნალის “Behavioural and Cognitive Psychotherapy“ რედაქტორი. https://oxicptr.web.ox.ac.uk/people/professor-paul-salkovskis შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ლონდონის ქინგს კოლეჯისა და ილიას სახელმწიფო […]