10-12 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“. მასტერკლასის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჯანდაცვის დარგში კვლევის მეთოდების ევოლუციას, კვლევის ტრადიციულ მიდგომებსა და ინოვაციური ტექნიკების დანერგვის შესაძლებლობებს, შეასრულონ კვლევის პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული სავარჯიშოები (მონაწილეებს სასურველია თან ჰქონდეთ ლეპტოპი). მასტერკლასს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ირმა კირთაძე, ვერიკო მირცხულავა […]
10-16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი დარგობრივი დასაქმების კვირეული ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით. ღონისძიება ტარდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. დაგეგმილია მასტერკლასები და ინტერაქციული საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი შეხვედრები, […]
11 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარისა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ირლანდიელი მთარგმნელი პიტერ მაკ-მილანი წაიკითხავს მოხსენებას „იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. ლექცია ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ. მომხსენებლის შესახებ პიტერ მაკ-მილანი იაპონური პოეზიის ცნობილი მთარგმნელია, პოეტი, იაპონური სატელევიზიო არხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური […]
12 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ფილოლოგიის დოქტორი ჰაიატე სოტომე, ცუკუბის უნივერსიტეტის (იაპონია) ასისტენტ-პროფესორი, ქართველოლოგი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. მოხსენების შესახებ 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მოხდა საშინელი ბუნებრივი კატასტროფა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 16 000-მდე ადამიანი. ამას […]
13 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“. მასტერკლასი განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებისათვის, რომლებზეც ისინი გაეცნობიან ჯანდაცვის ბაზარზე ვაკანსიების მოძიებისა და პროფესიული ქსელის განვითარების ინსტრუმენტებს, შეისწავლიან თვითპრეზენტაციის ვერბალურ და არავერბალურ უნარებს და იმსჯელებენ რეკრუტინგის პროცესებზე. მასტერკლასს გაუძღვებიან დარგის ადგილობრივი სპეციალისტები და ადამიანური რესურსების განვითარების ხელმძღვანელები […]
13 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის "Level UP" ფარგლებში პირველ ლექციას წაიკითხავს ილიაუნის ლექტორი, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, კარიერისა და HR ბრენდინგის ექსპერტი და ტრენერი ნატალია ვართანოვა. ლექციის თემები: შეფასება: როგორ გავაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები და როგორ მივმართოთ სწორად კარიერული განვითარებისკენ უნარ-ჩვევები: შრომის ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელი უნარების განვითარება ლექციაზე დასწრების მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/Z1kbo3T7Y269LvUBA სამუშაო ენა: ქართული […]
14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა და ინტერვიუსთვის მზადება უკვე მარტივად ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, თუმცა ამ უნარების სრულფასოვნად დაუფლების გარეშე რთულია ავთენტურობის წარმოჩენა და პირისპირ თუ საჯარო კომუნიკაციასთან ასოცირებული ემოციების მართვა. ინტერაქციულ ვორქშოპზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები ამ უნარებს გაიუმჯობესებენ პრაქტიკული სავარჯიშოებით. […]
14 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი. დღის წესრიგი: მისალმება − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები ინფორმაცია სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ − განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსები არგუსი და სასწავლო პროცესი პლაგიატი, ელექტრონული სწავლების პორტალი, საბიბლიოთეკო სერვისები ტრენერები: გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ირინა ბაზღაძე, არგუსის მთავარი ადმინისტრატორი ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/9udxYkD65AQ3k5129
15 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონფერენციაზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ ჯანდაცვის დასაქმების ბაზრის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, საუკეთესო პრაქტიკებსა და დასაქმების პერსონალურ გამოცდილებებს. წარიმართება ჯგუფური სამუშაო და დისკუსია დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო […]
15 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში Tbilisi AI Meetups-ის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება „ტრანსფორმერის არქიტექტურის იმპლემენტაცია Pytorch-ში“. მომხსენებელი: მალხაზ სულაძე პროგრამა: ტრანსფორმერის არქიტექტურის მთავარი ინოვაციები RNN-ებთან და LSTM-ებთან შედარებით self-attention-ის, positional encoding-ისა და residual connection-ის როლი Anthropic-ის 0-layer and 1-layer თეორიის მიხედვით multi-head attention-ის ინტერპრეტაცია ტრანსფორმერის სრული არქიტექტურის იმპლემენტაცია Pytorch-ში სარეგისტრაციო ფორმა: https://lu.ma/wsk6ddc1 სამუშაო ენა: ინგლისური […]
16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველად გაიმართება ჯანდაცვის დარგობრივი დასაქმების ფორუმი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაეცნონ დარგის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აიმაღლონ ცნობადობა, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები და მიიღონ კარიერული შემოთავაზებები. ფორუმში მონაწილე კომპანიები პირისპირ შეხვდებიან დაინტერესებულ და მოტივირებულ […]