24 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება დიმიტრი სილაქაძის „თებერვლის ტანკების“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა „არტანუჯმა“. პირველი „რკინის ურჩხული“, ტანკი, 1915 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1921 წლის 24 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე, გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს […]
28 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს ლექციას „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“. მომხსენებელი ისაუბრებს შოკოლადის ისტორიაზე, ქიმიაზე, საკვებ ღირებულებაზე, შაქართან მის მიმართებაზე და შოკოლადის ქიმიურ ექსპერიმენტებზე. ლექცია დააინტერესებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვ. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე 22 თებერვლის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია. პირველ 100 დარეგისტრირებულ პირს […]
28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება AWS ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ერთდღიანი ღონისძიება AWS re:Invent re:Cap. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა უახლეს ტენდენციებს შემდეგ სფეროებში: AI/ML და გენერაციული AI, უსაფრთხოება, ანალიტიკა, ინდუსტრიაზე მორგებული AWS ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 თებერვალი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 ღონისძიების პროგრამა: 16:00 – 17:00 […]