30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში […]
10 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახა ქარჩხაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბიოდიზელის საწვავის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მიქელაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.
2 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ნინო გალდავაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოძრაობის კონცეპტი როგორც „საპყრობილედ“ გააზრებული სახელმწიფოს დაძლევის საშუალება მე-სთვის ჭოლა ლომთათიძის, ნიკოლო მიწიშვილისა და კარლო კაჭარავას ტექსტების მაგალითზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხალავა სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 თებერვალი, 15:00 […]
14 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია. კვლევა ასახავს არასრულწლოვანთა ძალადობრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს, სახელმწიფოს მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობას. მასში ასევე საუბარია პრაქტიკულ გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე. მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ძალადობრივი ქცევის გამომწვევი სოციალური, […]