კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship Program (Fall 2025) პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის, ელექტრონული ინჟინერიისა და ფიზიკის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას. კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას 20 იანვარს, G106 აუდიტორიაში, 11:30 საათზე სტიპენდიის პირობების შესახებ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი. დრო: 20 იანავრი, […]
23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიგა ხოსიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მსგავსების დეტექციის პროგრამის ადაპტაცია და პლაგიატის აღქმა აკადემიური პერსონალის მიერ“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − თამარ ბრეგვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 23 […]
23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. მომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს […]
24 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 იანვარი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.
24 იანვარს, 17:00 საათზე, ილიაუნის G106 აუდიტორიაში ილიაუნის კორეული კულტურის კლუბის ორგანიზებით ინჰას უნივერსიტეტის სტუდენტი ლი იონგმინი (Youngmin Lee) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსენებელი სტუდენტებს გააცნობს ინფორმაციას კორეელი სტუდენტების გამოცდილების შესახებ, ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის მახასიათებლებს, კორეის სტუდენტურ კლუბებსა და სტუდენტურ პროექტებს, ასევე სირთულეებს, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პროცესში აწყდებიან. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 24 იანვარი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
24 იანვარს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია. ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნატალი ჯაჯვანს, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელს სვანეთის რეგიონიდან. 2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. მისი ფოკუსი 2024 წელს სვანეთის რეგიონის […]