14 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ,,ფილოსოფია“ დოქტორანტი ივანე ლომიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “Liberal Realism: Politics of Difference beyond Universalist-Contextualist Debate” („ლიბერალური რეალიზმი: განსხვავების პოლიტიკა უნივერსალიზმისა და […]
16 იანვარს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის საგრანტო პროგრამის შესახებ. თურქეთის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları არის ყოვლისმომცველი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებსა და მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას, თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი.
16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი ქეთევან კობაიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სამოქალაქო ჩართულობის პიროვნული და სიტუაციური პრედიქტორები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დრო: 16 იანვარი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.