8 იანვარს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური პანელური დისკუსია. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. მოდერაციას გაუწევს ალექსანდრე მიქაბერიძე, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. დისკუსიაში მონაწილეობას […]