24 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია. უზნაძის ქუჩის არქიტექტურა, რომელიც XIX საუკუნის II ნახევრიდან XXI საუკუნის ჩათვლით თარიღდება, თბილისის ურბანული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობებს მოიცავს. საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი […]