19 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიხსნება გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“, მიძღვნილი აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადებიდან 120-ე წლისთავისა და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი. კონფერენცია გაიმართება 20 და 21 დეკემბერს. 21 დეკემბერს ასევე ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ […]
17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის მათემატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნათია საზანდრიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ამოზნექილ სიმრავლეთა სისტემისათვის გეომეტრიული ექსტრემალური ამოცანების ტოპოლოგიური გამოკვლევა“. ნაშრომში განხილულია ოპტიმალური მაკავშირებელი ციკლები კონცენტრული წრეწირებისთვის. არათანამკვეთი წრეწირების შემთხვევისთვის შესწავლილია მინიმალური მაკავშირებელი ციკლის ამოცანა და მორსის თეორია პერიმეტრის ფუნქციისთვის. მსგავსი პრობლემები […]
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფიზიკა და ასტრონომია“ დოქტორანტი ბაჩანა ბერაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ხელოვნური მაგნიტური ველის ზეგავლენა კვაზი-ერთ-განზომილებიან ელექტრონულ და სპინურ სისტემებში“ ("Effects of synthetic gauge fields on quasi-1D electronic and spin systems"). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ჯაფარიძე და ალექსანდრე […]