9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დოქტორანტი მარინა თოფურიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „კიბოს კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ზეგავლენის შესწავლა პოპულაციის ქცევაზე საქართველოში“ ("Study of Cancer Control and Related Policies and Their Impact on Population Behaviour in Georgia"). სადისერტაციო კვლევის მიზანია […]
9 დეკემბერს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში “The Why Foundation”-თან თანამშრომლობით გაიმართება ფილმის „ფემინური, მასკულინური“ (“Feminin, Masculin”) ჩვენება და დისკუსია. ფილმი მოგვითხრობს ირანში ავტობუსის პირველი ქალი მძღოლის, ფარაჰნაზ შირის (Farahnaz Shiri) ისტორიას, რომელსაც თავის ავტობუსში ირანში არსებული სოციალურ-კულტურული წესებისგან განსხვავებული გარემო აქვს შექმნილი. მომხსენებელი – აიჰან ჰასანლი, იურისტი, ორგანიზაცია […]
12 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი რუსუდან ჭანტურია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მასწავლებლების დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ საქართველოში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 დეკემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. […]
13 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი სტივენ ჯონსი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო […]