26 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქტუალური პრობლემები და მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება“. მომხსენებლები: ირაკლი ჩომახაშვილი, გიორგი ჩიფჩიური მოდერატორი ზაზა მეიშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 26 ნოემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 […]
26-28 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი მარია-ჟოაო კუნჰია წაიკითხავს ლექციების ციკლს „მაკატონის საკომუნიკაციო სისტემის გამოყენება“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ohQhRYBkesXdsaUM6 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული დრო: 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა, N3 დასწრება რეგისტრაციით.
26 -28 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი ანდრე არაუჯო წაიკითხავს ლექციების ციკლს „ხმის დარღვევები, შეფასება და მართვა“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ohQhRYBkesXdsaUM6 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სამუშაო ენა: ინლისური დრო: 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა, N3 დასწრება რეგისტრაციით. 2024
27 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს საარქივო, სახელოვნებათმცოდნეო და საველე კვლევას, რომელიც მოიცავს შენობების აზომვასა და დოკუმენტირებას. ამ კვლევის საბაზისო მეთოდად არჩეულ იქნა ფოტოგრამეტრია, რომლითაც შესაძლებელია […]
მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაციის წევრის, „მენტორის“ მიერ მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას, რაც სტუდენტს დაეხმარება პროფესიისადმი სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, განვითარების პერსონალური გეგმის შემუშავებასა და მომავალი კარიერისთვის უკეთესად მომზადებაში. მენტორები შეირჩევიან EPAG-ის წევრებიდან საქმიანობის სფეროს მიხედვით და პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტების სპეციალიზაციის გათვალისწინებით. სტუდენტები შეირჩევიან EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კერძოდ მენტორობის პროგრამის […]
29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში შანხაის ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტის პროფესორი ჯაო იანი წაიკითხავს საჯარო ლექციას "Transparent conductive oxide thin film and its applications in lasers". ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორის, ავთანდილ თავხელიძის ინიციატივით ნოემბრის ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ჩინელ მეცნიერთა ჯგუფი, რომლის მიზანია ილიაუნის მკვლევრების გაცნობა, ლაბორატორიების დათვალიერება და […]
30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მუსიკის პედაგოგიკის მიმართულების ინიციატივით მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი დავით ზათიაშვილი ონლაინ გამართავს შეხვედრას, რომელსაც გაუძღვება ქეთევან შენგელია, ილიაუნის მუსიკის საგნის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი. საუბარი შეეხება საჯარო სკოლაში მუსიკის სწავლების პრინციპებსა და ახალ გამოწვევებს. ფორმატი: ონლაინ ZOOM https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/88018183373?pwd=qHWTCbXbrjnZbS4br0HlsgDnuyJHDX.1 Meeting ID: 880 1818 […]
30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნი ფუტსალის მეორე ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან, თსუ 2-თან, გამართავს. ახლანდელი მონაცემებით ილიაუნისა და თსუ 2-ს თანაბარი, 10-10 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით ილიაუნი მესამე ადგილზეა, თსუ 2 − მეოთხეზე. ჩვენი გუნდი მატჩს კარგ ფორმაში ხვდება, ბოლო 3 თამაშიდან მან 2 გამარჯვება მოიპოვა, 1 მატჩი […]