18 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება ღონისძიებები: ფოტოკონკურსი სამაგიდო თამაშები კულტურული და სპორტული აქტივობები კინოჩვენება 17 ნოემბერი, სტუდენტთა საერთაშორისო დღე, დაწესდა 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღის სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად. საქართველოში ეს დღე 2009 წლიდან აღინიშნება. დრო: 18 ნოემბერი, […]
19 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით შოტოკანკარატეს მე-6 დანის მფლობელი სეიჯი ჰაიაში გამართავს იაპონური საბრძოლო ხელოვნებისადმი მიძღვნილ ვორკშოპს. კარატეს შესახებ ლექციის შემდეგ დამსწრენი თავადაც ჩაერთვებიან მცირე ვარჯიშში. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური დრო: 19 ნოემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.
19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FILM XR-თან ერთად გამართავს შეხვედრას „იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI“. შეხვედრაზე განიხილავენ XR და AI ტექნოლოგიების გავლენას თანამედროვე ფილმისა და კულტურის ინდუსტრიაზე: XR ინდუსტრიის უახლეს ტენდენციები და ბაზრის მიმოხილვა; AI ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ფილმისა და ვიდეოწარმოებისთვის. შემდეგ […]
15 ნოემბერს, 20:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2024“. ფორუმის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვან სპეციალისტებთან დაკავშირება. ფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ წლის ყველაზე აქტუალურ თემაზე “PR and Gen Z”. მოწვეული სპიკერები: Brian Smith - Department Chair […]
20 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას პროგრამის დაფინანსების სქემების – Marie Sklodowska-Curie Actions (MSCA), European Research Council (ERC), COST და სხვ. – შესახებ. ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს იხ. დღის წესრიგი https://shorturl.at/MYu0V სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 ნოემბერი, 11:00 საათი
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ემერიტუს პროფესორ ნათელა იმედაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ფსიქოლოგი, ფსიქოლინგვისტი, ბავშვის მეტყველების განვითარების ფსიქოლოგიის მკვლევარი ნათელა იმედაძე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგიკის კათედრის გამგე და ილიაუნის პროფესორი დაარსებიდან დღემდე, 18 წლის განმავლობაში. მან თავისი თაობის გამორჩეულ მეცნიერებთან ერთად უნივერსიტეტში შექმნა უნიკალური […]
22 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის (LMI) ხელმძღვანელი ფილიპ მერფი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ვირუსების მიერ იმუნური აცილების სტრატეგიები“. მომხსენებელი განიხილავს მექანიზმებს, რომლებსაც ვირუსები იყენებენ გადარჩენისთვის და იმუნური სისტემის მიერ მათი აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად, ფოკუსირებული იქნება კლინიკური მნიშვნელობის […]