14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში იწვევს ილიაუნის სტუდენტებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“ მონაწილეობის მისაღებად. სტუდენტები იმოგზაურებენ მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში. თამაშის დაწყებამდე მათთვის მოეწყობა მუზეუმის ტური. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 13 ნოემბრის 12:00 საათამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WiGaJEtxcC4DWgeg8 გაითვალისწინეთ, რომ […]
14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 2023 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის […]
5 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“ ილიაუნის სტუდენტებს იწვევს თამაშში მონაწილეობის მისაღებად. „წიგნების თაროს“ მონაწილენი შეეცდებიან უპასუხონ ტრადიციული ფორმატის კითხვებს. სწორი პასუხის ავტორებს „წიგნების თარო“ და ილიაუნი პრიზებით დააჯილდოებენ. თამაშს პროექტის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 14 ნოემბრის […]