4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციასთან ერთად ილიაუნის G106 აუდიტორიაში გიწვევთ შეხვედრაზე „FPV დრონები – ტექნოლოგია და მისი გამოყენება“. მომხსენებელი, უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენელი დავით ნაკაშიძე განიხილავს უპილოტო საფრენი აპარატების – დრონების აგებულებას: ძირითად კომპონენტებს, ფუნქციონირების პრინციპებს, ტექნოლოგიურ მახასიათებლებს; ნაირსახეობებს: უნიკალურ მახასიათებლებს, სხვადასხვა ზომისა […]
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ილიაუნის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“. შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია საქართველოს კანონის „ეროვნული […]
8 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ: თქვენი […]
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძველ და იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ექსპონატების გამოფენა. ექსპოზიციაზე ილიას თხზულებათა გამორჩეული კრებულების გვერდით წარმოდგენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში, 1869 წელს, გამოცემული სატირული მოთხრობა „კაცია, ადამიანი“ და ალექსის ბუვიეს ცნობილი რომანის „იზას“ ილიასეული თარგმანი. […]
1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე. „ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება.“ 8-15 ნოემბერს ილიაუნი გიწვევთ ილიას კვირეულზე „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გამოფენა „დროება“, „ივერია“ და ილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემები“ „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და […]
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ილიას კვირეულის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“. მომხსენებლები: ბელა წიფურია, გია ნოდია, ნინო დობორჯგინიძე, გიგა ზედანია, ნუკა ღამბაშიძე, სერგო რატიანი მოდერატორი − ივა ლომიძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 8 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.
10 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი. 11:00 საათზე პოლონელი შემსრულებლები ევა ლიბხენი და ემილია კაროლინა შიტარში ჩაატარებენ ვორკშოპს. დაინტერესებულ მსმენელს წარუდგენენ ფლეიტისა და ფორტეპიანოს განვრცობილ, სონორულ შესაძლებლობებს. 18:00 საათზე გაიმართება კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“. შესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ელენე გოგოძის, სპეციალურად […]