2024 წლის 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი გამართავს პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“. საორგანიზაციო კომიტეტი იღებს მოხსენებებს ქართველური ენების, ქართველური ლინგვისტური მრავალფეროვნების, საფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და კომპიუტერული დამუშავების შესახებ. ინტერესთა სფერო მოიცავს შემდეგ თემებს (თუმცა არ შემოიფარგლება): ქართველური ენების ფონოლოგია, […]
31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“. კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. კონფერენციის თემები: ქართველური ენების ფონოლოგია, მორფოსინტაქსი და სემანტიკა; ქართველური ენები და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება; ქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები; ქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია; […]