4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]
5 აგვისტოს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში გაიმართება ტრენინგი „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანამანათლებლო-პრაქტიკული ღონისძებების განხორციელების გზით. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/BIIB3 სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 5 აგვისტო, 10:00-16:00 სთ. ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]