4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]
29 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში დაიწყება კურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის „სამედიცინო მონაცემების ანალიზი“. კურსი დასრულდება 2 აგვისტოს. მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/THfhm სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 29 ივლისი - 2 აგვისტო, 16:00 […]