4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]
22 ივლისს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ფარგლებში გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია. ჟურნალს წარადგენს და განხილვას გაუძღვება გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე. ჟურნალის წარდგენისა და განხილვის ორგანიზატორია ლიტერატურული კლუბი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო […]
23 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია გამართავს სემინარს თემაზე: „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“. თემის მოკლე მიმოხილვა დღევანდელობის ყველაზე პოპულარული სიცოცხლის წარმოშობის ჰიპოთეზა, რნმ-ის სამყარო, პარადოქსულია და […]