4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]
10, 11 და 12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე Georgian Implementation Science Fogarty Training (GIFT) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საზაფხულო ინტენსიური ტრენინგი აშშ-ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წამყვანი პროფესორების მიერ. ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ვისთვის არის ტრენინგი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის და […]
10 ივლისს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლილი გლურჯიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 10 […]
11 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორი მარიამ სულაშვილი გამართავს ვებინარს ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: პროგრამის მიმოხილვა; შესაძლებლობები სტუდენტებისთვის; მონაწილეობის წინაპირობები და განაცხადის შევსების პროცედურა; კითხვა-პასუხი. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაცია აუცილებელია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული განრიგი: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/84164.pdf შენიშვნა: ვებინარი ჩაიწერება. ფორმატი: ონლაინ (Google […]
12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული […]
12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის […]
12 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ დოქტორანტი მაია დამენია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა (საისტორიო მეხსიერების რევიზია XVII-XVIII საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით)“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დრო: 12 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.